კონფერენცია თემაზე - ფრანგები საქართველოში

კონფერენცია თემაზე - ფრანგები საქართველოში

2019 წლის 8 ივნისს, ქალაქ თბილისის N23 საჯარო სკოლაში ჩატარდა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ფრანგულენოვანი მოსწავლეების პირველი კონფერენცია თემაზე "ფრანგები საქართველოში".

აღნიშნული კონფერენციის მიზანია მოსწავლეებში მოხდეს ფრანგული ენის პოპულარიზაცია და საქართველო-საფრანგეთის საუკუნოვანი ურთიერთობების გაცნობა.

სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის N23 საჯარო სკოლასთან, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლას საქართველოში, რომელსაც აქვს ფრანგული ენის გაძლიერებული სწავლების სტატუსი, სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც, სხვა აქტივობებთან ერთად, ითვალისწინებს ფრანგული კულტურის პოპულარიზაციას, საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების ფორუმის შექმნას, ფრანგულენოვანი ორგანიზაციების ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობას ფრანგული ენის სწავლების პროცესში, რომლის მიზანია სტუდენტების ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების სრულყოფა.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიურიი პერსონალი და საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი“ სტუდენტები. 

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის „საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ ხელმძღვანელი, პროფესორი რევაზ კვერენჩხილაძე მიესალმა კონფერენციის მონაწილეებს და დააჯილდოვა მეორე საპრიზო ადგილზე გასული გუნდი.