ERASMUS + -ის კოორდინატორის, ნინო კანდელაკის ვიზიტი იტალიაში

ERASMUS + -ის კოორდინატორის, ნინო კანდელაკის ვიზიტი იტალიაში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ERASMUS+ პროგრამის კოორდინატორი ნინო კანდელაკი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა იტალიაში, სადაც შეხვდა ფოჯას უნივერსიტეტის საექსპორტო და Erasmus+ პროექტების კოორდინატორებს - ჯიულიო ესპოზიტოს (Dott. Giulio Esposito) და ოლექსანდრა ტვერზოვსკას (Oleksandra Tverezovska).

შეხვედრისას განიხილეს Erasmus+ მობილობის მიმდინარე და სამომავლო პროექტები, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში დაფინანსების შესაძლებლობები თბილისის სახელმწიფო სამედიცნო უნივერსიტეტის რეზიდენტებისთვის, მობილობების რაოდენობის გაზრდა და სხვადასხვა სპეციალობის რეზიდენტების ჩართვის პერსპექტივები Erasmus+ დაფინანსების სქემაში.

თბილისის სახელმწიფო სამედიცნო უნივერსიტეტი 2024 წლიდან გახდა ფოჯას უნივერსიტეტის პარტნიორი Erasmus+ ICM KA 171 პროექტის ფარგლებში.

ამ პროექტის ფარგლებში, თსსუ-ის პედიატრიის სპეციალობის რეზიდენტმა პირველად მიიღო დაფინანსება და 2026 წლიდან 5 თვით გაემგზავრება ფოჯას უნივერსიტეტში.

საინსტიტუციო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით გაიმართა შეხვედრა ქალაქ ფოჯას მერთან, მარია აიდა ეპისცოპოსთან (Maria Aida Episcopo), რაც ხელს შეუწყობს ფოჯას უნივერსიტეტთან სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებას და ერთობლივი ინიციატივების განვითარებას.