თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, კლაიპედას გამოყენებითი მეცნიერებების სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ასტა მაზიონიენე ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, პროფესორმა სტუდენტებისთვის სალექციო კურსი გამართა:
• 19 მაისს - თსსუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში, ლექცია ჩატარდა საექთნო და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისთვის;
• 21 მაისს - კენ ვოლკერის კლინიკაში, შეხვედრა მოეწყო ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტებთან.
სალექციო კურსი მოიცავდა ორ აქტუალურ თემას:
1.„ინდუსტრია 4.0 ჯანდაცვაში. ციფრული ტექნოლოგიების გავლენა ჯანდაცვის სფეროზე“;
2.„ხელოვნური ინტელექტი და ჯანდაცვის სპეციალისტები. ახალი ციფრული უნარები ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებისთვის“.
თსსუ-ის სტუდენტები გაეცნენ საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოცდილებას და მიიღეს ინფორმაცია ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში არსებული პრაქტიკული მიდგომების შესახებ.