GIMPHA–ს   ჯანდაცვის  მე-6   საერთაშორისო კონფერენცია

GIMPHA–ს ჯანდაცვის მე-6 საერთაშორისო კონფერენცია

  2019 წლის 18-19 მაისს თბილისში, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“, ქართული ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციის (GIMPHA) ორგანიზებით,   ჯანდაცვის  მე-6 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. 

 კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა საქართველოსა და და ევროპაში მოღვაწე  ქართველი და უცხოელი მედიკოსების შეხვედრა,  მათი ცოდნის, გამოცდილების და უახლესი ინფორმაციის ურთიერთგაზიარება, სამეცნიერო და პროფესიული დისკუსიების გამართვა, ახალი პროფესიული, მათ შორის – კოლაბორაციული  გეგმების დასახვა.

 კონფერენციის ფარგლებში რამდენიმე სესია გაიმართა ინფექციური სნეულებების, ტრავმატოლოგიის, ნევროლოგიის, ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეების  დიაგნოსტიკისა და მკურნალობის, კარდიოვასკულური  ქირურგიის გამოწვევების, კუჭისა და კოლორექტული სიმსივნეების მკურნალობის ასპექტების და სხვ.  შესახებ. 

 კონფერენციის ფარგლებში, ასევე,  გაიმართა  GIMPHA–ში გაერთიანებული  სტუდენტების  მიერ  2019 წელს რჩეული  ლექტორების დაჯილდოება. ამჯერად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური ჯგუფის მიერ წლის საუკეთესო ლექტორად საბაზისო სპეციალობების მიმართულებით  არჩეული და დასახელებულია პროფესორი ირინე კვაჭაძე – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,  უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი. ეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესურის  კიდევ  ერთი  აღიარება  და გამარჯვებაა, რასაც გულითადად ულოცავს თსსუ ქალბატონ ირინას.