თსსუ-ში მორიგი სტუდენტური კონფერენცია გაიმართა

თსსუ-ში მორიგი სტუდენტური კონფერენცია გაიმართა

დღეს, 13 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტური კონფერენცია - სამედიცინო ტრადიციები: წარსული და თანამედროვეობა. 

კონფერენციას თსსუ-ის მედიცინის ისტორიისა და ბიოთეკის დეპარტამენტმა გაუწია  ორგანიზება  და მათში მონაწილეობა მიიღეს მედიცინის ფაკულტეტის პირველი კურსის საერთაშორისო სტუდენტებმა, რომელთაც საპრეზენტაციო თემებში წარმოდგენილი ჰქონდათ ისტორიულად აქტუალური და თანამედროვე ეტაპზე საყურადღებო სამედიცინო ხასიათის პრობლემები. მათ, ასევე, წარმოადგინეს  პრეზენტაციები ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციების შესახებ.

კონფერენციას ესწრებოდნენ: საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლები, თსსუ-ის მედიცინის ისტორიისა და ბიოთეკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რამაზ შენგელია, დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებელი, მათ შორის მოწვეული პედაგოგი , მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი  ეკა სანიკიძე,  რომელმაც  სტუდენტების თემებს უშუალოდ უხელმძღვანელა. მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა:

"კონფერენცია  სტუდენტების დიდი ინტერესიდან გამომდინარე დაიგეგმა და ის გარდა სასწავლო-საგანმანათლებლო მიზნებისა,  ემსახურება საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების აქტივობებში სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობას. ჩვენ მომავალში ვგეგმავთ , რომ კონფერენციებს უფრო მასშტაბური ხასიათი მიეცეს და გარდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისა, მასში ჩერთონ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც."