თბილისში სასამართლო ექიმთა IX კონფერენცია გაიმართა — ღონისძიება პროფესორ თეიმურაზ გორდელაძისს 100 წლის იუბილეს მიეძღვნა

თბილისში სასამართლო ექიმთა IX კონფერენცია გაიმართა — ღონისძიება პროფესორ თეიმურაზ გორდელაძისს 100 წლის იუბილეს მიეძღვნა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2025 წლის 28 ივნისს სასამართლო ექიმთა IX სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება პროფესორ თეიმურაზ გორდელაძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

კონფერენციაზე განხილული იყო სასამართლო მედიცინის, სამედიცინო ანთროპოლოგიის, თანატოლოგიისა და ექსპერტიზის აქტუალური საკითხები.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 70-ზე მეტმა სასამართლო ექიმმა და ექსპერტმა. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, გენერალური პროკურატურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები.

კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო და საქართველოს სასამართლო მედიკოსთა ასოციაცია.