თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE)  მიერ გამოცხადებულ სტუდენტური ინიციატივების საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) მიერ გამოცხადებულ სტუდენტური ინიციატივების საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის  სტუდენტებმა: ელენე მაისურაძემ, ვერიკო რევიამ და ნინი ჯღარკავამ სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) მიერ გამოცხადებულ სტუდენტური ინიციატივების საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს.

კონკურსის მიზანია სამედიცინო განათლების გაუმჯობესების მიზნით სტუდენტების მიერ წარმართული აქტივობების მხარდაჭერა.

თსსუ-ის სტუდენტების მიერ შემუშავებული პროექტი ითვალისწინებს თბილისის წამყვან კლინიკებში პრაქტიკული კურსების გავლის ხელშეწყობას. ამისთვის შეიქმნება სპეციალური ვებ-პლატფორმა, რომელიც სტუდენტსა და სამედიცინო დაწესებულებას დააკავშირებს ერთმანეთთან. სასურველ კლინიკაში მოსახვედრად მსურველმა უნდა გაიაროს ონლაინ რეგისტრაცია.

პროექტი 2022 წლის თებერვლის ბოლოდან დაიწყება და სამ ძირითად ეტაპად განხორციელდება:

I  ეტაპი - სამუშაო შეხვედრა კლინიკის წარმომადგენლებთან, სადაც მოხდება მათი ინფორმირება ვებ-პლატფორმის შესახებ;

I I ეტაპი  - კლინიკების ინტეგრაცია ვებ-გვერდთან და მათთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება;

I I I ეტაპი  -  ვებგვერდის შექმნა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს სტუდენტებს კონკურსში გამარჯვებას და უსურვებს მათ წარმატებებს.