თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში „კლინიკური მენეჯერის გადამზადების კურსი“ მეოთხე ჯგუფმა წარმატებით დაასრულა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში „კლინიკური მენეჯერის გადამზადების კურსი“ მეოთხე ჯგუფმა წარმატებით დაასრულა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამის - „კლინიკური მენეჯერის გადამზადების კურსის“ - მეოთხე ნაკადი წარმატებით დასრულდა.

პროგრამის მონაწილეებს კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა გადასცა. სერტიფიკატები ადასტურებს მათ მიერ კურსის წარმატებით გავლასა და შესაბამისი კვალიფიკაციის მიღებას.

პროგრამა მიზნად ისახავს კლინიკური მენეჯმენტის სფეროში დასაქმებული და ამ მიმართულებით დაინტერესებული პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლებას, მათთვის თანამედროვე ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაზიარებას.

აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში კლინიკური მენეჯმენტის განათლების განვითარების მიმართულებით და ხელს უწყობს ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობისა და ხარისხის ამაღლებას.

სასწავლო პროგრამა მოიცავს 36-საათიან ინტენსიურ მოდულს, რომლის ფარგლებში განიხილება კლინიკის მართვის, ორგანიზაციული განვითარებისა და ფინანსური მენეჯმენტის აქტუალური საკითხები. 

აღნიშნული სასწავლო პროგრამის ფარგლებში შემდეგ ნაკადს ტრენინგი  უახლოეს მომავალში ჩაუტარდება. სასწავლო პროგრამის ავტორები არიან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ზაზა ბოხუა და თამარ გაბუნია.