თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დელეგაცია დეკანის პროფესორ შალვა ზარნაძის, პროფესორ ლევან ბარამიძის და ასოცირებული პროფესორის ირინე ზარნაძის შემადგენლობით ERASMUS+ პროექტის ფარგლებში, ბონის უნივერსიტეტს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, თსსუ-ის წარმომადგენლებმა ბონის უნივერსიტეტთან მიმდინარე პროექტები და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს, რომელიც მიზნად ისახავს, სტუდენტთა გაცვლით და სამაგისტრო პროგრამებში აქტიურ მონაწილეობს.
ვიზიტის ფარგლებში, ბონის უნივერსიტეტის სხვადასხვა დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრები და ლექციები გაიმართა, რომლებიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა წაიკითხეს სტუდენტებისა და მაგისტრებისათვის.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის მაგისტრანტი სტუდენტები გაცვლით პროგრამაში უკვე მეორე წელია მონაწილეობენ. გასულ წელს 2 სტუდენტმა გააგრძელა სწავლა ბონის უნივერიტეტში, მხარეები შეთანხმდენენ, რომ წელს გერმანიაში (ბონის უნივერსიტეტში) გლობალური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამაზე 3 მაგისტრანტი სტუდენტი ისწავლის.