თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფ. თინათინ ტყემალაძე არადიაგნოზირებული დაავადებების საერთაშორისო ქსელის (Undiagnosed Disease Network Internationa – UDNI) დირექტორთა საბჭოს წევრად აირჩიეს.
UDNI დირექტორთა საბჭო 12 წევრისგან შედგება, აქედან 4 არის მუდმივი წევრი, ხოლო დანარჩენებს სამწლიანი ვადით ირჩევენ.
UDNI გლობალური ორგანოზაციაა, რომლის ძირითადი მიზნებია:
დიაგნოზის გაუმჯობესება: დიაგნოზის დასმა იმ პაციენტებისთვის, რომელთა მდგომარეობის იდენტიფიცირებაც ექსპერტმა კლინიცისტებმა ვერ მოახდინეს.
კვლევის განვითრება: იშვიათი და ახალი დაავადებების გამომწვევი მიზეზების ეტიოლოგიისა და პათოგენეზის შესწავლა.
დიაგნოსტიკის სტანდარტიზაცია: დიაგნოზის დასმის საერთო პროტოკოლებისა და სტანდარტების შემუშავებაში წვლილის შეტანა ისეთი უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორიცაა ახალი თაობის სექვენირება, გრძელი წაკითხვის სექვენირება, ფუნქციური და ეპიგენეტიკური კველვები.
ცოდნის გაზიარება: კვლევის შედეგების ფართოდ და სწრაფად გავრცელება პაციენტებისა და მკვლევარების გლობალური საზოგადოების სასარგებლოდ.
მიზნების მისაღწევად ორგანზაცია ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:
საერთაშორისო თანამშრომლობა: UDNI აერთიანებს კლინიკურ და კვლევით ცენტრებს მთელი მსოფლიოდან, რათა გაუზიარონ ერთმანეთს ექსპერტიზა და რესურსები.
პაციენტთა ჩართულობა: ქსელი აქტიურად რთავს პაციენტებს და პაციენტთა ორგანიზაციებს თავის საქმიანობაში.
მონაცემთა გაზიარება: UDNI ხელს უწყობს სტანდარტიზებული კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემების გაზიარებას კვლევისა და დიაგნოზის მხარდასაჭერად.
საზოგადოების შექმნა: UDNI ქმნის მკვლევართა თანამშრომლობით საზოგადოებას, რათა ერთობლივად გაუმკლავდნენ ამ რთულ სამედიცინო გამოწვევებს.
UDNI 2014 წელს დაარსდა და მასში გაერთიანებული არიან წარმომადგენლები მსოფლიოს 55-ზე მეტი ქვეყნიდან.
ასეთ მნიშვნელოვან ორგანიზაციაში საქართველოს ჩართულობა კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საერთაშორისო თანამშრომლობების გაღრმავებას, კვლევების გაძლიერებასა და რთული დაავადებების დიაგნოსტიკის გაუმჯობესებას ჩვენს ქვეყანაში.