თსსუ-ში მოხალისეობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმის (BLS) პრაქტიკული კურსი გაიმართა

თსსუ-ში მოხალისეობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმის (BLS) პრაქტიკული კურსი გაიმართა

მოხალისეობის საერთაშორისო დღის აღსანიშნად, თსსუ-ის კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრმა,  სტუდენტურ თვითმართველობასთან და "სტუდენტურ სიმულაციურ კლუბთან" თანამშრომლობით თსსუ-ის სტუდენტებისთვის პირველადი გადაუდებელი დახმარების ინტენსიური ტრენინგი ჩაატარა. 

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა პრაქტიკული და თეორიული ცოდნა მიიღეს შემდეგ თემებზე: 

სასიცოცხლო ნიშნების და  პულსის განსაზღვრა, წნევის გაზომვა, უცხო სხეულის ამოღების ტექნიკა ბავშვებში, გადაუდებელი დახმარება სისხლდენისა და ტრავმების დროს, ლახტის გამოყენება არტერიული სისხლდენისას, პირველი დახმარება ცხვირიდან სისხლდენის დროს, ნახვევების დადების ტექნიკა, ვენური და კაპილარული სისხლდენის შეჩერება, BLS (ბაზისური სასიცოცხლო ალგორითმის) საფუძვლები.

ტრენინგი წარიმართა პრაქტიკული დისკუსიის ფორმატში, რამაც მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, აქტიურად ჩართულიყვნენ პროცესში, დაესვათ შეკითხვები და პრაქტიკული უნარები გაეუმჯობესებინათ. 

ღონისძიებამ მაღალი ინტერესი გამოიწვია და მკაფიოდ წარმოაჩინა გადაუდებელი დახმარების საკითხების თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავების აუცილებლობა, როგორც სამედიცინო განათლების, ასევე კლინიკური პრაქტიკის მიმართულებით.