თსსუ და ლიეჟის უნივერსიტეტი სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

თსსუ და ლიეჟის უნივერსიტეტი სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

თბილისის  სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ლიეჟის უნივერსიტეტთან ერთად ერთობლივ საერთაშორისო საგრანტო კონკურსებში ჩართვას, სტუდენტების გაცვლასა და ინტერნაციონალიზაციის გაძლიერებას გეგმავს. მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე იმ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომელსაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისის ფარმაკოგნოზიისა და ფარმაცევტული ბოტანიკის მიმართულების, ფარმაკოგნოზიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ფარმაციის ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ლაშა მსხილაძე დალიეჟის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სამეცნიერო ჯგუფების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ლიეჟის უნივერსიტეტში ყოფნისას, თსსუ-ის პროფესორი ლაშა მსხილაძე, ლიეჟის უნივერსიტეტის ფარმაციის დეპარტამენტის სამაგისტრო პროგრამაზე „ფარმაციის მაგისტრი“ სწავლების ახალ მეთოდებს და ინტეგრირებულ პრაქტიკულ სემინარებს გაეცნო. სწორედ ეს იყო ბელგიაში მივლინების ერთ-ერთი მიზანი.

თსსუ-ის პროფესორმა ლაშა მსხილაძემ ლიეჟის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის სასწავლო პროგრამები და მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობაც გაუზიარა. 

ბელგიაში ვიზიტი 2025 წლის 9-15 მარტს ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.