ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკამ და თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის მორიგი, საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა.
ღონისძიება მოიცავდა ოფთალმოლოგიური, ენდოკრინოლოგიური და კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს და ექიმის კონსულტაციას.
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ოფთალმოლოგიური მომსახურებით ისარგებლა 147 ვეტერანმა და მათი ოჯახის წევრებმა, მათ ასევე უსასყიდლოდ გადაეცად 441 ოპტიკური სათვალე და 30 გლუკომეტრი.