თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტმა და ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკამ – „საქართველო“ 3-4 ოქტომბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის უფასო ოფთალმოლოგიური და ენდოკრინოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა.
საქველმოქმედო აქცია განხორცილედა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებითა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.
აქციაში მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი, კვალიფიციურ მედიკოსთა 10-კაციანი ჯგუფი მონაწილეობდა. სამედიცინო მომსახურებით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 134-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.
აქციის ფარგლებში ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს უსასყიდლოდ გადაეცათ 325 ოპტიკური სათვალე და 20 გლუკომეტრი.