თსსუ-ის ასოცირებული პროფესორი პროექტის - PUI - “ინტერნეტის პრობლემური გავლენა“ - შეხვედრაზე იმყოფებოდა

თსსუ-ის ასოცირებული პროფესორი პროექტის - PUI - “ინტერნეტის პრობლემური გავლენა“ - შეხვედრაზე იმყოფებოდა

2019 წლის 22 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინის  დეპარტამენტის შინაგან დაავადებათა #3 და გერიატრიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ზვიად კირტავა, საქამიანი ვიზიტით, პორტუგალიაში იმყოფებოდა. ბატონი ზვიადი 2018 წლიდან მონაწილეობს ევროკომისიის COST პროგრამის CA16207 პროექტში - PUI - “ინტერნეტის პრობლემური გავლენა“. სწორედ ამ პროექტის ფაგლებში გაიმართა შეხვედრა ქალაქ ლისაბონში, რომელზეც მე-3 და მე-5 სამუშო ჯგუფების ერთობლივი სემინარები ჩატარდა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საზოგადოებისა და პაციენტთა წარმომადგენლების  პროექტში ჩართულობის (PPI) მეთოდები და გეგმა. შეთანხმდა შესაბამისი კითხვარების ფორმატი. გადაწყდა , რომ პროექტის შემდეგი შეხვედრა ჩატარდება ბუდაპეშტში, 2020 წლის 16-18 მარტს.