2024 წლის 17-20 სექტებერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ქეთევან ბიბილაშვილი, მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ინგა კახნიაშვილი და Erasmus+ის საერთაშორისო კოორდინატორი ნინო კანდელაკი ქალაქ ტულუზაში (საფრანგეთი) გამართულ ყოველწლიურ საერთაშორისო განათლების ევროპული ასოციაციის (EAIE- 24) საერთაშორისო გამოფენაზე იმყოფებოდნენ.
გამოფენის ფარგლებში თსსუ-ის წარმომადგენლებმა 16 ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრები, სადაც თანამშრომლობის გაღრმავების, ერთობლივი პროგრამების შემუშავების და სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობის საკითხები იქნა განხილული და შეთანხმებული. ასევე შეხვედრები გაიმართა უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელებთან (THE Internationalization at International Association of Universities) და საერთაშორისო სტუდენტების მომზიდავ ონლაინ-პლატფორმის წარმომადგენლებთან (Keystone Education Group).
აღსანიშნავია, რომ ვიზიტი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.