თსსუ-ის ემერიტუსებს, პროფესორებსა და მოწვეულ მასწავლებელს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭათ

თსსუ-ის ემერიტუსებს, პროფესორებსა და მოწვეულ მასწავლებელს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭათ

„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საპატიო თბილისელები დააჯილდოვა.

აღნიშნული სტატუსი წელს 32 მოქალაქეს მიენიჭა. აქედან ხუთი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ემერიტუსი, პროფესორი და მოწვეული მასწავლებელია:

რამაზ ხეცურიანი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსსუ-ის პროფესორი,  აკადემიკოსი;

დავით გორდელაძე – ექიმი, თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსსუ-ის ემერიტუსი, პროფესორი;

თენგიზ ასათიანი – ექიმი, რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი, თსსუ-ის  ემერიტუსი, პროფესორი;

დავით მეტრეველი – ექიმი, ენდოკრინოლოგი, თსსუ-ის ემერიტუსი, პროფესორი;

ივანე კუზანოვი – ექიმი, პლასტიკური ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თსსუ-ის მოწვეული მასწავლებელი.

დაჯილდოებულ პირებს, საპატიო თბილისელის წოდების აღმნიშვნელ სიგელთან ერთად, დედაქალაქის სიმბოლური გასაღებიც გადაეცათ.