თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას ეწვია საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ემიგრაციის სამსახურის დელეგაცია

თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას ეწვია საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ემიგრაციის სამსახურის დელეგაცია

2020 წლის 14 თებერვალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას ეწვია საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ემიგრაციის სამსახურის მიერ შექმნილი მედიცინის სხვადასხვა დარგის სპეციალისტთა დელეგაცია.

ვიზიტის ფარგლებში, ფრანგი კოლეგები შეხვდნენ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის დირექტორს, ასოცირებულ პროფესორს ლია ძიძიგურს, მოინახულეს კლინიკის ყველა განყოფილება, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბავშვთა ენდოკრინოლოგიის ცენტრსა და დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მკურნალობის შესაძლებლობებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ: 

თან ლე ლოუნგი - პარიზის სამედიცინო სამსახურის დირექტორი; 

ბენედიქტ ბოპერი - სამხრეთ-დასავლეთ ზონის ექიმი კოორდინატორი; 

მარკ ანტუან კროკი - ფსიქიატრი მულჰაუზში; 

კარიმ ლაუაბდია - სელამი - ექსპერტი დიალიზის და ტრანსპლანტოლოგიის დარგში OFII-სთვის; 

მარტინ ლევინი - სამედიცინო მრჩეველი,  საერთაშორისო ურთიერთობების „ საზოგადოებრივი დახმარება-პარიზის საავადმყოფოების“ წარმომადგენელი; 

მიხაილ ლევინი - თანამშრომლობის ატაშე;  

სოფი მგელაძე - OFII-ის (Office for Immigration and Integration) საქართველოს ოფისის წარმომადგენელი; 

დელეგატებმა მადლობა გადაუხადეს კლინიკის თანამშრომლებს სტუმართმოყვარეობისთვის,  საინტერესო შეხვედრისათვის და დიდი კმაყოფილება გამოხატეს ჯანდაცვის თანამედროვე სერვისის შესახებ, რომელსაც გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა   სთავაზობს პაციენტებს.