თსსუ-ის ინიციატივით უფასო დისტანციური კონსულტაციის სერვისი ამოქმედდება

თსსუ-ის ინიციატივით უფასო დისტანციური კონსულტაციის სერვისი ამოქმედდება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინიციატივით, 6 აპრილიდან ამოქმედდება უფასო დისტანციური კონსულტაციის სერვისი, რისი საშუალებითაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორები უერთდებიან კამპანიას #დარჩისახლში და მოქალაქეებს დაეხმარებიან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის (გარდა COVID-19-თან დაკავშირებული კითხვებისა, ასეთ დროს უნდა დარეკოთ 1505-ზე ან 116001-ზე) მოგვარებაში.

მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე konsultacia@tsmu.edu 

დარჩი შინ, თქვენზე ჩვენ ვიზრუნებთ!