თსსუ-ის კაპელამ „კანტა მედიკა“ საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების X ეროვნულ კონკურსზე გრან-პრი მოიპოვა

თსსუ-ის კაპელამ „კანტა მედიკა“ საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების X ეროვნულ კონკურსზე გრან-პრი მოიპოვა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა კაპელამ  „კანტა მედიკა“ საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების X ეროვნულ კონკურსზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.

კაპელამ, დირიჟორ ნინი ცინცაძის ხელმძღვანელობით, აკადემიური სიმღერის კატეგორიაში კონკურსის უმაღლესი ჯილდო – გრან-პრი მოიპოვა.

ამავე კონკურსის ფარგლებში, გუნდის ხელმძღვანელი და დირიჟორი ნინი ცინცაძე საუკეთესო ქორმაისტერის წოდებით დაჯილდოვდა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს კაპელას „კანტა მედიკა“ წევრებსა და ხელმძღვანელს მიღწეულ წარმატებას!