2024 წლის 19-26 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული სახალხო, დამსახურებული ანსამბლი (ქორეოგრაფიული ჯგუფი) ჩინეთში იმყოფებოდა, სადაც ფესტივალში „აბრეშუმის გზა“ მიიღო მონაწილეობა.
ფესტივალში საქართველოს (თსსუ), აშშ-ის, ესპანეთის, ინგლისის, სერბეთის, თურქეთის, ტაილანდის, აფრიკის ქვეყნების და ჩინეთის სხვადასხვა რეგიონების საუნივერსიტეტო ანსამბლები მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ 25 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული სახალხო, დამსახურებულ ანსამბლს დაარსებიდან 40 წელი შეუსრულდა. აღნიშნული თარიღი დაემთხვა ანსამბლის ჩინეთში ყოფნის პერიოდს. შესაბამისად, თსსუ-ის ანსამბლმა ფესტივალის ორგანიზატორებისა და მონაწილეებისგან გულითადი მილოცვები მიიღო.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს კულტურის ცენტრთან არსებულ სახალხო, დამსახურებულ ანსამბლს დაარსებიდან 40 წლის იუბილეს და წარმატებებს უსურვებს გუნდს.