თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ მარინა მამალაძე ვიზიტი მილანში (იტალია)

თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ მარინა მამალაძე ვიზიტი მილანში (იტალია)

ქ. მილანში (იტალია) გაიმართა სტომატოლოგთა ერთ-ერთი უძველესი ორგანიზაციის — სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის (International College of Dentists, ICD) — მმართველი ორგანოს, საერთაშორისო საბჭოს სხდომა (ICD Global Council Meeting).

საერთაშორისო საბჭოს შემადგენლობაში შედიან ICD-ის მსოფლიოს 20 სექციის წარმომადგენლები (კანცლერები). თითოეულ სექციას საბჭოში საკუთარი დელეგატი წარმოადგენს.

ევროპის სექციაში, რომლის შემადგენლობაში საქართველო 2023 წლიდან დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად შედის, რეგენტის პოზიციას პროფესორი მარინა მამალაძე იკავებს. ევროპის სექციას საერთაშორისო საბჭოში ამჟამად წარმოადგენს დოქტორი ვალტერ ვან დრილი ნიდერლანდებიდან, რომლის უფლებამოსილება 2026 წლის ივნისში დასრულდება.

2025 წლის ივნისში გამართულ ევროპის სექციის რეგენტთა საბჭოზე საერთაშორისო საბჭოს კანცლერის პოზიციაზე პროფესორ მარინა მამალაძის კანდიდატურა ერთხმად დამტკიცდა. იგი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად 2026 წელს, ICD-ის ევროპის სექციის 69-ე კონგრესის ჩატარების შემდეგ შეუდგება.

საბჭოს სხდომაზე განხილული იყო რიგი საორგანიზაციო საკითხები, მათ შორის ICD-ის 20 სექციის მიერ განხორციელებული სტომატოლოგიური აქტივობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინტერსექციურ თანამშრომლობას, საგანმანათლებლო ინიციატივებს, სტუდენტთა მოტივაციის პროგრამების განვითარებასა და საქველმოქმედო პროექტებს.

სხდომის ფარგლებში, ასევე გაიმართა სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის გლობალური პრეზიდენტის არჩევნები — კოლეგიას ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს დოქტორი ხოსე როდრიგესი (აშშ).

საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომ ICD-ის საერთაშორისო საბჭოს მომდევნო სხდომა 2026 წლის 24-25 სექტემბერს გაიმართება ქალაქ ტორონტოში (კანადა).

საბჭოს სხდომა 2025 წლის 23 ოქტომბრიდან 25 ოქტომბერის ჩათვლით მიმდინარეობდა.