თსსუ-ის პროფესორი თინათინ ტყემალაძე მანჩესტერში,  დისმორფოლოგიის და განვითარების დარღვევების რიგით მე-20 კონფერენციაზე

თსსუ-ის პროფესორი თინათინ ტყემალაძე მანჩესტერში, დისმორფოლოგიის და განვითარების დარღვევების რიგით მე-20 კონფერენციაზე

თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის და მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თინათინ ტყემალაძემ მონაწილეობა მიიღო დისმორფოლოგიის და განვითარების დარღვევების  მე-20 კონფერენციაში (20th Manchester Dysmorphology and Developmental Disorders Conference), რომელიც მანჩესტერში, გაერთიანებულ სამეფოში გაიმართა.

პროფესორი თინათინ ტყემალაძე, როგორც კონფერენციის ორგანიზაციული კომიტეტის წევრი ჩართული იყო აბსტრაქტების შერჩევის პროცესში, ასევე იყო საუკეთესო პოსტერული და ზეპირი მოხსენებების ჟიურის წევრი.

ორგანიზაციულ პროცესებში მონაწილოების გარდა, კონფერენციის ფარგლებში თინათინ ტყემალაძემ დოქტორანტ კახა ბრეგვაძესთან ერთად წარადგინა პოსტერული მოხსენებები :

გენეტიკის და ეპიგენეტიკის ჰარმონიზაცია: გაკვეთილები რუბინშტაინ-ტაიბის და კორნელია დე ლანგეს სინდრომებიდან” (Harmonizing genetics and epigenetics: lessons from Rubinstein-Taybi and Cornelia de Lange syndromes, PB 47)

შემთხვევათა სერია - SMG9 დეფიციტის სინდრომის გენოტიპის და ფენოტიპის გაფართოვება “(A case series expanding the genotypic and phenotypic spectrum of SMG9 deficiency syndrome, PB 64)

კონფერენციის ფარგლებში თსსუ-ის წარმომადგენლებმა პროფესიული კონტაქტები დაამყარეს უცხოელ კოლეგებთან, დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა და ერთობლივი სამეცნიერო პუბლიკაციები.