თსსუ-ის რექტორმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

თსსუ-ის რექტორმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, ვიცე-რექტორებმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა  და სტუდენტებმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ, სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორმა  რევაზ კიკნაძემ და მათი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.  

რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპა 200-ზე მეტი სამოქალაქო პირი, საქართველოს შეიარაღებული ძალების 169 სამხედრო მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 თანამშრომელი. 11 წელია დევნილად რჩება 30 000-მდე მოქალაქე.