თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ადმინისტრაციამ და აკადემიურმა პერსონალმა მთაწმინდის ფერდობის გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
პროექტი ითვალისწინებს ქალაქ თბილისში ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციას, რომლის მთავარი მიზანია არსებული ფერდის ოთხ სეზონიანიანი ლანდშფტის მქონე ფერდად გადაქცევა, რაც გულისხმობს მარადმწვანე, ფოთლოვანი ხეების, ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის განაშენიანება-რეაბილიტაციას.
აღსანიშნავია, რომ პროექტს ახორციელებს ფონდი „განვითარება და გარემო“.