თსსუ-ის წარმომადგენლის ვიზიტი დრეზდენის ტექნიკურ უნივერსიტეტში

თსსუ-ის წარმომადგენლის ვიზიტი დრეზდენის ტექნიკურ უნივერსიტეტში

2022 წლის 2-6 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჯანმრთელობის ხელშეწყობის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი, სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი თეა ქოჩორაძე-მარღიშვილი იმყოფებოდა დრეზდენის (გერმანია) ტექნიკურ უნივერსიტეტში.

ვიზიტი განხორციელდა საერთაშორისო პროექტის „საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევითი შესაძლებლობების ამაღლება კვლევისა და განვითარების ერთეულების განვითარების გზით (HERD)“ (პროექტის ნომერი: 598207-EPP-1-2018-1-GE-EPPKA2-CBHE-SP) ფარგლებში. 

ვიზიტისას თსსუ-ის წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო სეზონურ სკოლაში, სადაც შეჯამდა პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარებული სამუშაოები. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს 12 უნივერსიტეტის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან მოხდა საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება კვლევის მენეჯმენტისა და ხელშეწყობისთვის.

ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა სამომავლო აქტივობები შემდგომი თანამშრომლობის განხორციელების მიზნით.