2024 წლის 24-25 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა საქართველო-ისრაელის ერთობლივი სიმპოზიუმი სახელწოდებით „ახალი ტენდენციები სამკურნალო საშუალებების ძიებასა და შემუშავებაში“.
ღონისძიების მიზანი იყო სამკურნალო საშუალებების ძიებისა და შემუშავების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, ასევე, ახალი მიდგომებისა და იდეების გაზიარება.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ფარმაციის წამყვანი ექსპერტები და მეცნიერები, რომლებმაც აუდიტორიას უახლესი მიღწევები გააცნეს.
სიმპოზიუმს ესწრებოდნენ სტუდენტები, მკვლევარები და მეწარმეები, რომლებმაც მოისმინეს არიელის უნივერსიტეტის (ისრაელი), ქიმიური მეცნიერებების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სრული პროფესორის, გარი გელერმანის პრეზენტაცია და მიიღეს ინფორმაცია დარგში არსებულ თანამედროვე ტენდენციებზე, მიდგომებზე და პერსპექტივების შესახებ.