თსსუ კონფერენციაზე - „ევროპის უნივერსიტეტებსა და საუნივერსიტეტო კლინიკებს შორის კავშირების გარღმავება“

თსსუ კონფერენციაზე - „ევროპის უნივერსიტეტებსა და საუნივერსიტეტო კლინიკებს შორის კავშირების გარღმავება“

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია, თსსუ-ის რექტორის, პროფესორ ირაკლი ნატროშვილის ხელმძღვანელობით ჩეხეთში, . ოლომოუცშია. დელეგაციის წევრები სსიპთბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, სამედიცინო რეაბილიტაციისა და სპორტული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელიპროფესორი - ირაკლი ნატროშვილი, სსიპთბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის საუნივერსიტეტო კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი, ფიზიკის, ბიოფიზიკის, ბიომექანიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი -  ნინო ცხვედიანი და  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის აპარატის უფროსი, ფიზიკური რეაბილიტაციის პოლიტიკისა და სტრატეგიული მართვის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი - ირინა კაპეტივაძე  მონაწილეოებენ კონფერენციაში ევროპის უნივერსიტეტებსა და საუნივერსიტეტო კლინიკებს შორის კავშირების გარღმავება. კონფერენცია დღეს - 16 ოქტომბერს - გაიხსნა და 18 ოქტომბერს დაიხურება.

აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა საშუალებას მისცემს თსსუ- ახალი პარტნიორობა დაამყაროს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან და საუნივერსიტეტო კლინიკებთან და მათ ხელმძღვანელობასთან ერთად განიხილოს საკითხები სტუდენტებისთვის თეორიული სწავლებისა და კლინიკური პრაქტიკის უფრო მეტად გაღრმავებისა და ახალი სტანდარტების შემუშავებისთვის.

ღონისძიებაზე თბილისის სახელწმიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის პრეზიდენტმა, პროფესორ ჰარმ პეტერსმა მიიწვია.

ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაცია (AMSE) დაარსდა 1979 წელს და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სამედიცინო განათლებისა და აკადემიური მედიცინის განვითარებას ევროპაში. AMSE - ძირითადი მიზნებია: გააძლიეროს თანამშრომლობა სამედიცინო სკოლებს შორის, ხელი შეუწყოს განათლებისა ხარისხის გაუმჯობესებას.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 2018 წლიდან არის ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (AMSE) წევრი. ამ ორგანიზაციის წევრობა მიუთითებს უნივერსიტეტის შესაბამისობას ევროპულ აკადემიურ სტანდარტებთან და სამედიცინო განათლების მაღალ ხარისხთან. AMSE- წევრობა საშუალებას აძლევს თსსუ- მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა პროექტებში, კონფერენციებსა და ტრენინგებში, რაც ხელს უწყობს სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, ყოველწლიურად AMSE - ორგანიზებით ტარდება საერთაშორისო კონფერენციები.