თსსუ-სა და ფლორენციის უნივერსიტეტს შორის  ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

თსსუ-სა და ფლორენციის უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა  და ფლორენციის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, პროფესორმა ალესანდრა პეტრუჩიმ ხელი მოაწერეს  სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის ხელშეკრულებას.

ხელშეკრულება ითვალისწინებს ორ უნივერსიტეტს შორის გაცვლითი პროგრამის შექმნას, თავდაპირველად, მედიცინის მიმართულებით. 

თანამშრომლობა მოიცავს:

1.აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის ორმხრივ მობილობას 

2.ერთობლივი პუბლიკაციების გამოქვეყნებასა და ინფორმაციის  გაცვლას კვლევის კონკრეტულ მიმართულებებში;

3.სტუდენტთა მობილობას აკადემიურ და კვლევით პროცესებში ჩასართავად. 

აღნიშნული შეთანხმება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს  ორ უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებაში, ხელშეკრულება ხელს შეუწყობს აკადემიური და კვლევითი საქმიანობის გაფართოებას, ცოდნის გაზიარებას და საერთაშორისო გამოცდილების მიღებას, რაც მნიშვნელოვანია თანამედროვე განათლების სისტემისთვის.