თსსუ-ის იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ თინათინ ჩიქოვანის ვიზიტი იტალიაში

თსსუ-ის იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ თინათინ ჩიქოვანის ვიზიტი იტალიაში

თსსუ-ის იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა მონაწილეობა მიიღო იტალიის ალერგოლოგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის საზოგადოების (SIAAIC) მიერ ორგანიზებულ XXXVII ეროვნულ კონგრესში - “SIAAIC ხვდება ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციას (WAO)“. ღონისძიება 3-5 ოქტომბერს მილანში ჩატარდა.

სიმპოზიუმზე “კლინიკური იმუნოლოგიის ახალი პერსპექტივები“ პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა წარადგინა მოხსენება „კიბოს აბლაცია in situ ვაქცინაციის მეთოდი“.  ასევე, თსსუ-ის პროფესორმა მონაწილეობა მიიღო WAO-ს აღმასრულებელი კომიტეტისა და დირექტორთა საბჭოს სამუშაო შეხვედრაში.

კონგრესის მუშაობისას თინათინ ჩიქოვანი იყო სიმპოზიუმის - წამლისმიერი ალერგიის გამოწვევები - თავმჯდომარე.

5 ოქტომბერს ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან განხილულ იქნა საკითხები, რომლებიც ეხებოდა 2026 წლის 4-6 მაისს თბილისში, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიასა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის მე-15 კონგრესის ჩატარების დეტალებს.