ამერიკის კარდიოლოგთა კოლეჯის კონგრესის მუშაობაში თსსუ-ის ასისტენ-პროფესორებმა მიიღეს მონაწილეობა

ამერიკის კარდიოლოგთა კოლეჯის კონგრესის მუშაობაში თსსუ-ის ასისტენ-პროფესორებმა მიიღეს მონაწილეობა

ამერიკის კარდიოლოგთა კოლეჯს, რომელიც 60.000-ზე მეტ წევრს აერთიანებს, დაარსებიდან 75 წელი შეუსრულდა. სწორედ ამ თარიღს მიეძღვნა კონგრესი (ACC.25), რომელიც ქ. ჩიკაგოში 29-31 მარტს გაიმართა.

კონგრესზე მოხსენებით წარსდგნენ თსსუ-ის პროფესორები: შინაგან დაავადებათა N1 დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი თეა გეგენავა და შინაგან დაავადებათა N2 დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი მაკა გეგენავა.

თეა გეგენავას ზეპირი მოხსენების თემა იყო: “პროგნოზული პრედიქტორები არაკომპაქტური მარცხენა პარკუჭის მქონე პაციენტებში”, ხოლო მაკა გეგენავასი - “მავაკამტენის გავლენა დოპლერ ექოკარდიოგრაფიით გამოვლენილი პულმონალურ არტერიულ წნევაზე პაციენტებში ჰიპერტროფული კარდიომიოპათიით”. ორივე თემაზე სამეცნიერო პროექტი სან-ფრანცისკოს კალიფორნიის უნივერსიტეტში განხორციელდა.

ამერიკის კარდიოლოგთა კოლეჯის კონგრესმა ACC. 25 დამსწრეებს მრავალი სიახლე წარუდგინა. მათ შორის რამდენიმე ახალი გაიდლაინი და მკურნალობის თანამედროვე ასპექტები. ღონისძიების ფარგლებში ასევე ჩატარდა პრაქტიკული ვორქშოფები, რაც მნიშვნელოვანი იყო დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდების ათვისების თვალსაზრისით.