დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის  წარმომადგენლები თურქეთში

დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის წარმომადგენლები თურქეთში

2022 წლის 12-15 მაისს, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ეკა ეკალაძე და დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი ნინო თევზაძე მივლინებით იმყოფებოდნენ ქალაქ ადანაში (თურქეთის რესპუბლიკა) ხმელთაშუაზღვის ქვეყნების 21-ე საერთაშორისო კონგრესში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ეძღვნებოდა საოჯახო მედიცინის აქტუალურ საკითხებს.

ღონისძიებაზე თსსუ-ის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ მთავარი მომხსენებლლის სტატუსით, მათ პრედიპლომური განათლების სესიაზე წარადგინეს მოხსენება-

,,დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის გამოცდილება პირველადი ჯანდაცვის სწავლების სფეროში - არსებული მიღწევები და გამოწვევები“. 

აღსანიშნავია, რომ კონგრესში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები პირველადი ჯანდაცვისა და  საოჯახო მედიცინის სფეროდან: განმახორციელებლები, მარეგულირებლები, სხვადასხვა ასოციაციის და ოჯახის ექიმების მსოფლიო ორგანიზაციის (WONCA-World Organization of National Colleges, Academies and Academic Associations of General Practitioners/Family Physicians) წარმომადგენლები.