დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტში სპეციალობის „ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“ მაძიებელთათვის ლექცია ჩატარდა

დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტში სპეციალობის „ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“ მაძიებელთათვის ლექცია ჩატარდა

2023 წლის 10 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტში, სპეციალობის „ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“ მაძიებელთათვის გაიმართა ლექცია  „ტკივილის ინვაზიური მართვა“, რომელსაც ექიმი-ანესთეზიოლოგი კახაბერ ბუცხრიკიძე უძღვებოდა. 

შეგახსენებთ, ყოველი თვის მეორე პარასკევს, თსსუ-ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით, სპეციალობის „ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“ მაძიებელთათვის იმართება ლექცია/პრეზენტაციები, რომელსაც დარგის წამყვანი სპეციალისტები უძღვებიან.