„ივანე ჯავახიშვილი და ქართული უნივერსიტეტი: უმაღლესი სამედიცინო განათლების სათავეებთან“  -  საჯარო ლექცია თსსუ-ში

„ივანე ჯავახიშვილი და ქართული უნივერსიტეტი: უმაღლესი სამედიცინო განათლების სათავეებთან“ - საჯარო ლექცია თსსუ-ში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა საჯარო ლექცია, რომელიც ჯავახიშვილის მრავალმხრივი სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის გააზრებას და ასევე ეროვნული უნივერსიტეტის ჩამოყალიბებისა და უმაღლესი სამედიცინო განათლების საფუძვლების შექმნის საქმეში მის განსაკუთრებულ წვლილს მიეძღვნა.

ღონისძიება ოფიციალურად გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ივანე ჯავახიშვილის ფასდაუდებელ ღვაწლზე ქართული უმაღლესი განათლების სისტემის ფორმირებაში.

თსსუ-ის პროფესორმა, აკადემიკოსმა რამაზ შენგელიამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „ივანე ჯავახიშვილი და ქართული უნივერსიტეტი: უმაღლესი სამედიცინო განათლების სათავეებთან“. პროფესორმა რამაზ შენგელიამ განსაკუთრებით აღნიშნა მისი წვლილი იმ საფუძვლების შექმნაში, რომლებიც დღემდე განსაზღვრავს საქართველოს უმაღლესი, მათ შორის სამედიცინო განათლების განვითარების მიმართულებებს.

საჯარო ლექციამ მნიშვნელოვანი ინტერესი გამოიწვია როგორც სტუდენტებში, ისე აკადემიურ პერსონალში.