„კარდიორეაბილიტაცია მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი პერიოდის მართვაში” - საჯარო ლექცია თსსუ-ში

„კარდიორეაბილიტაცია მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი პერიოდის მართვაში” - საჯარო ლექცია თსსუ-ში

მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი რეაბილიტაციის მნიშვნელობასა და მის ფიზიოლოგიურ საფუძვლებზე საჯარო ლექციამ თსსუ-ის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტების მხრიდან ისეთი მაღალი ინტერესი გამოიწვია, რომ დამსწრეების სიმრავლის გამო, აუდიტორიის შეცვლაც გახდა საჭირო. აქტიური იყო სტუდენტების ჩართულობა ლექციის პროცესში, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია სახელწოდებით: „კარდიორეაბილიტაცია მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი პერიოდის მართვაში” თსსუ-ის ფიზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ირინე კვაჭაძემ და ამავე დეპარტამენტის მოწვეულმა მასწავლებელმა, თამარ დალაქიშვილმა წაიკითხეს. 

მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს კარდიორეაბილიტაციის პროცესში ნევროლოგიური/საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების დროს ექიმი რეაბილიტოლოგის როლს. ასევე, კლინიკური შემთხვევების საფუძველზე განიხილეს მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი ფიზიკური რეაბილიტაციის ეტაპები და პაციენტთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების სტრატეგიები.

საჯარო ლექცია 2025 წლის 19 მარტს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა.