კონფერენცია - შინაგანი სნეულებების მართვის აქტუალური საკითხები

კონფერენცია - შინაგანი სნეულებების მართვის აქტუალური საკითხები

2019 წლის 17-18 მაისს, საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციის  თაოსნობით,  ჩატარდა ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის   ევროპის რეგიონალური კონგრესი  თემაზე - „შინაგანი სნეულებების მართვის აქტუალური საკითხები“.  

მსგავსი კონგრესები საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციის მიერ  წარმატებით არაერთხელ ჩატარებულა, მათ შორის  - 21012 წელს  ქალაქ ბათუმში და 2006 წელს თბილისში. 

კონგრესის საზეიმოდ,  17 მაისს,, თბილისის რიტუალების სასახლეში გაიხსნა, ხოლო სესიები 18 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა.  ღონისძიება მულტიდისციპლინური ხასიათის იყო  და მას ესწრებოდნენ სხვადასხვა სპეციალობის ექიმები საქართველოს ყველა რეგიონიდან. 

ღონისძიებაზე  მოხსენებით გამოვიდნენ როგორც  ქართველი და ცნობილი გერმანელი მომხსენებლები. მოხსენებები  შეეხებოდა შინაგან დაავადებათა მართვის თანამედროვე მეთოდებს. კონგრესი აკრედიტებული იყო, შესაბამისად  ღონისძიების დამსწრე აუდიტორიას  უწყვეტი სამედიცინო განათლების  კრედიტ ქულები მიენიჭად.