პროფესორ რიმა ბერიაშვილის საქმიანი ვიზიტი იოანე პავლე II-ის ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტში

პროფესორ რიმა ბერიაშვილის საქმიანი ვიზიტი იოანე პავლე II-ის ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტში

თსსუ-ის აკადემიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი Erasmus+ პროგრამის აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა პოლონეთში, იოანე პავლე II-ის ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტში.

ვიზიტის ფარგლებში, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა აქტიური მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში, ასევე ჩაერთო სამი ზღვის რეგიონის უნივერსიტეტთა გაერთიანებული კონგრესის პანელურ სესიაში. პანელური დისკუსიის მთავარი თემა იყო ჯანდაცვის სფეროში ერთობლივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ახალი შესაძლებლობები. 

პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა იოანე პავლე II-ის ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტში გამართა ლექციათა ციკლი,  რომელიც მოიცავდა შემდეგ თემატიკას:

მიკრომორფოლოგიური პრეპარატების ციფრული სლაიდების მონაცემთა ბაზის შექმნა და მისი გამოყენება პათოლოგიური ანატომიის საგანმანათლებლო პროცესში;

ქსოვილის განახლება და აღდგენა;

სიმსივნური პათოლოგია;

ღვიძლისა და სანაღვლე გზების პათოლოგია.

ვიზიტი 2026 წლის 25–29 მაისს განხორციელდა.