საინფორმაციო შეხვედრა ევროკავშირის სამეცნიერო ფონდების მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის თაობაზე

საინფორმაციო შეხვედრა ევროკავშირის სამეცნიერო ფონდების მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის თაობაზე

2024 წლის 17 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ევროკავშირის სამეცნიერო ფონდების მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის თაობაზე. შეხვედრას უძღვებოდა საერთაშორისო პროექტების მოზიდვისა და ხელშეწყობის განყოფილების უფროსი, ასოცირებული პროფესორი ნონა ჯანიკაშვილი. ღონისძიებას ესწრებოდნენ: თსსუ-ის სასწავლო დეპარტამენტების ხელმძღვანელები, კვლევითი ინსტიტუტების დირექტორები, აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი, ასევე, ადმინისტრაციის წარმომადგენლები. 

შეხვედრა ეძღვნებოდა ევროკავშირის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული ქსელის (COST) 2025 წლის დაფინანსების  და  საკონკურსო განაცხადის წარდგენის საკითხებს. 

ღონისძიებაზე დეტალურად იქნა განხილული: საკონკურსო, ადმინისტრაციული და ფინანსური დოკუმენტაციის შევსების და წარდგენის ტექნიკური საკითხები, პროგრამის შესაძლებლობები და  უპირატესობები. შეხვედრაზე განიმარტა COST-ის უკვე გამარჯვებულ  პროექტებში ჩართვის და მონაწილეობის პოლიტიკა.

საინფორმაციო შეხვედრის მომდევნო ნაწილი დაეთმო ჯანმრთელობის მიმართულებით ფონდ ჰორიზონტი ევროპა-ს მიერ გამოცხადებულ ღია კონკურსებს, ასევე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსს.