საქართველოში ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ასოციაციის ღონისძიება - „პედიატრი გირჩევთ”

საქართველოში ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ასოციაციის ღონისძიება - „პედიატრი გირჩევთ”

2022 წლის 17 მაისს თბილისში ბავშვთა ჯანმრთელობისდაცვის ასოციაციის ღონისძიება „პედიატრი გირჩევთ“ გაიმართა, რომელიც ბუნებრივი კვების ხელშეწყობას, ლაქტაციის დროს დედის კვებას და 0-3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის წასაკითხად რეკომენდირებულ წიგნებს მიეძღვნა.

ღონისძიება, საქართველოში ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ასოციაციის ორგანიზებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან შეხვედრას რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ: პედიატრები, ნეონატოლოგები, გინეკოლოგები, ოჯახის ექიმები, პედიატრთა აკადემიის, სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის, პედიატრთა და ნეონატოლოგთა ასოციაციის წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე ახალი საინფორმაციო ბროშურა წარადგინეს, რომლის მიზანია, კიდევ ერთხელ შეახსენოს საზოგადოებას ძუძუთი კვების მნიშვნელობა.

შეხვედრაზე მოეწყო 0-3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებული წიგნების გამოფენა.