„ნაკერები სისხლძარღვთა ქირურგიაში: ბიოდეგრადირებადი მასალები და ნანოტექნოლოგიები“ – ამ თემაზე თბილისის სახელწმიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა საჯარო ლექციას და ვორქშოფს უმასპინძლა, რომელიც საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა.
შეხვედრა ანგიოქირურგი გურამ მინდიაშვილი უძღვებოდა, რომელმაც სტუდენტებს ნაკერების დადების თანამედროვე მეთოდები გააცნო.
ვორქშოფის ფარგლებში 30-მა სტუდენტმა პრაქტიკულად შეისწავლა სისხლძარღვოვან პროთეზებზე ანასტომოზების დადება, კანქვეშა ნაკერებისა და კანის კერვის სხვადასხვა თანამედროვე ტექნიკები.
საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ასოციაცია გეგმვას, რომ მომავალში უფრო მრავალმხრივი, საგანმანათლებლო და პრაქტიკული პროექტები შესთავაზოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს.