„საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაცია“ „ევროპის ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაციის“ 68-ე გენერალურ ასამბლეაზე

„საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაცია“ „ევროპის ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაციის“ 68-ე გენერალურ ასამბლეაზე

2024 წლის 15-20 ოქტომბერს ბულგარეთში, ქალაქ პლოვდივში „ევროპის ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაციის“ ეგიდით 68-ე გენერალური ასამბლეა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თსსუ-ის წარმომადგენლებმა, „საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაციის“  პრეზიდენტმა ლიზი თომაძემ და ამავე ასოციაციის პროექტების კოორდინატორმა ნინო კანტიძემ. 

აღსანიშნავია, რომ ასამბლეაზე საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაციას მუდმივი წევრის სტატუსი მიენიჭა, რის შემდეგაც, ასოციაცია გახდა ხმის მიცემის უფლების მქონე და მას საშუალება მიეცა, „ევროპის ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაციის“ 69-ე გენერალურ ასამბლეაზე წარადგინოს პრეზენტაცია „საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაციის“ საქმიანობის შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში, თსსუ-ის წარმომადგენლებმა ასევე მოინახულეს ქალაქ პლოვდივის სამედიცინო უნივერსიტეტი, სადაც ისინი გაეცნენ ევროპული ქვეყნების სასწავლო მოდულებს, მათ პროგრამებს და სტუდენტებს.