2022 წლის 12 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა სასწავლო-სამეცნიერო კონფერენცია ოფთალმოლოგიაში.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ თსსუ-ის მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის IX-XI სემესტრის სტუდენტები, რომლებმაც წარმოადგინეს პრეზენტაციები ოფთალმოლოგიის აქტუალურ საკითხებზე.
კონფერენციას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, თსსუ-ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.
კონფერენცია წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, ყოველი მოხსენების შემდგომ მიმდინარეობდა საკითხთან დაკავშირებული დისკუსია. ღონისძიების დასასრულს სტუდენტებს და მონაწილეებს გადაეცათ მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები.