„სტუდფესტი 2025“-ის პირველი ეტაპი დასრულდა - თსსუ-მ 3 ოქროს, 6 ვერცხლის და 10 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

„სტუდფესტი 2025“-ის პირველი ეტაპი დასრულდა - თსსუ-მ 3 ოქროს, 6 ვერცხლის და 10 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

კულტურული, საგანმანათლებლო, სპორტული და მოხალისეობრივი ღონისძიებების - „სტუდფესტი 2025“-ის პირველი ეტაპი დასრულდა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი წარმატებით ასპარეზობს როგორც სპორტულ შეჯიბრებებში, ისე შემეცნებით/ინტელექტუალურ თამაშებში. 

ფესტივალის პირველ ეტაპზე, რომელშიც 15 000-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. სპორტულ ტურნირებსა და შემეცნებით კონკურსებში სულ 350 გამარჯვებული გამოვლინდა. 

თსსუ-მ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია და საპრიზო ადგილები დაიკავა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა განათლების და სპორტის მიმართულებით 3 ოქროს, 6 ვერცხლის და 10 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 

I ადგილი: დარტსი(ვაჟები), შაში (ვაჟები), ინტელექტუალური თამაში.

II ადგილი: City Game, ბილიარდი, ბოულინგი, ბადმინტონი (ვაჟები), პადელი.

III ადგილი: ცურვა (ვაჟები), ცურვა (გოგონები), კიბერსპორტი-ფიფა, ბადმინტონი (გოგონები), ბადმინტონი (ვაჟები), მკლავჭიდი, ხელბურთი (ვაჟები), კარტინგი, ჩოგბურთი (ვაჟები), ჭადრაკი (ვაჟები).

ამჟამად მიმდინარეობს „სტუდფესტის“ მეორე ეტაპი, რომელიც მოხალისეობის კომპონენტს მოიცავს და მასში 18 უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები ახორციელებენ მოხალისეობრივ ინიციატივებს. ხოლო სექტემბერში, ფესტივალი კულტურულ ღონისძიებებს გააერთიანებს.

„სტუდფესტი“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით ხორციელდება. 

ფესტივალი, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში გრძელდება, მოიცავს უნივერსიტეტებს შორის სპორტული ტურნირების ჩატარებას და კულტურული, საგანმანათლებლო და მოხალისეობრივი აქტივობების გამართვას.