2013 წლის 13-15 სექტემბერს, ახალციხეში ჩატარდება V საერთაშორისო კონფერენცია – “ჯანმრთელობა და ეკოლოგია”.
კონფერენციას ტრადიციულად ატარებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი. კონფერენციის ფარგლებში გაიმართება “მრგვალი მაგიდა” თემაზე "სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ეკომიგრანტების ჯანმრთელობის სამედიცინო-ეკოლოგიური პრობლემები".
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმა:
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური.
პუბლიკაცია
კონფერენციის მასალები ტრადიციულად დაიბეჭდება სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის - "ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა" - სპეციალურ ნომერში. ჟურნალი შეტანილია საქართველოს სწავლულ-ექსპერტთა საბჭოს მიერ დამტკიცებულ ნუსხაში.
გთხოვთ, 2013 წლის 20 მაისამდე სტატიები წარმოადგინოთ თსსუ–ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანატში.
საკონტაქტო ტელეფონები: 599 921 488 / 593 927 111;
საორგანიზაციოკომიტეტი