მომიჯნავე სპეციალობებში გადამზადება

მომიჯნავე საექიმო სპეციალობებში გადამზადება ხორციელდება რეზიდენტურის შემოკლებული კურსის გავლის გზით. მომიჯნავე საექიმო სპეციალობების ნუსხა განისაზღვრება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით (#136/ნ 2007 წლის 18 აპრილი)

ექიმებმა  5 წელზე მეტი კლინიკური საქმიანობის სტაჟით, უნდა გაიარონ მზადება, ინდივიდუალური პროგრამით, რომელსაც ამტკიცებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არსებული პროფესიული განვითარების საბჭო სარეზიდენტო პროგრამის ავტორის რეკომენდაციის საფუძველზე. გამონაკლისს წარმოადგენს ორი სპეციალობა, რომლებშიც მზადება მიმდინარეობს დამტკიცებული, აკრედიტებული გადამზადების პროგრამებით – „საოჯახო მედიცინის“ და  „გადაუდებელი მედიცინა“ (გადაუდებელი მედიცინის შემთხვევაში საკმარისია 3 წლის კლინიკური სტაჟი).

5 წელზე ნაკლები საექიმო სტაჟის შემთხვევაში მაძიებელმა უნდა გაიაროს სარეზიდენტო პროგრამის მხოლოდ ის ნაწილი  (მოდულები), რომელიც არ შედის იმ საექიმო სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამაში, რომლის სახელმწიფო სერტიფიკატიც მას უკვე აქვს.