პროფესიული რეაბილიტაცია

პროფესიული რეაბილიტაცია გულისხმობს შედარებით ხანგრძლივი (1-5-თვიანი) სწავლების/მზადების კურსის გავლას და რომლის მიზანია ექიმის პროფესიული კომპეტენციის აღდგენა კონკრეტულ საექიმო სპეციალობაში;

პროგრამის გავლის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების შემთხვევაში:
1. პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილება სერტიფიკატის  მოქმედების შეჩერების  შესახებ;
2. სარეზიდენტო პროგრამის ავტორის/ხელმძღვანელისმიერ განსაზღვრული მოდულების ჩამონათვალი;
3. სახელმწიფო სერტიფიკატი;
4. პირადობის მოწმობა;
5. ცნობა სამსახურიდან:
6. დიპლომი;

სტაჟის წყვეტის შემთხვევაში:
1. სარეზიდენტო პროგრამის ავტორის/ხელმძღვანელისმიერ განსაზღვრული მოდულების ჩამონათვალი;
2. სახელმწიფო სერტიფიკატი;
3. პირადობის მოწმობა;
4. ცნობა სამსახურიდან ან შრომის წიგნაკი:
5. დიპლომი;

3-5 წლამდე სტაჟის წყვეტის შემთხვევაში უნდა გაიაროს 1 თვიანი პროფესიული რეაბილიტაცია, 5-10 წლამდე  - 2 თვიანი პროფესიული რეაბილიტაცია, 10 წელზე მეტი - 5 თვიანი პროფესიული რეაბილიტაცია.

საკუთარის სურვილით პროგრამის გავლის შემთხვევაში:
1. სახელმწიფო სერტიფიკატი;
2. პირადობის მოწმობა;
3. ცნობა სამსახურიდან ან შრომის წიგნაკი:
4. დიპლომი;