2018 წლის 11 იანვარს, (ცენტრალური ევროპის დროით 10:00 საათზე) შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით გაიმართება ჰორიზონტი 2020-თან დაკავშირებული ვებინარი - „ჯანმრთელობის, დემოგრაფიული ცვლილებებისა და კეთილდღეობის მიმართულებით - 2018 წლის კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის’’.
ვებინარის ხანგრძლივობა 45 წუთი.
ვებინარის თემაა - „ჯანმრთელობა, დემოგრაფიული ცვლილებები და კეთილდღეობა“. ღონისძიების მთავარი მიზანია გაზარდოს შავის ზღვის რეგიონის ქვეყნებიდან კერძო სექტორის წარმომადგენელთა და სამეცნიერო საზოგადოების ჩართულობა პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“ - ში და ხელი შეუწყოს მათ შორის პარტნიორობას.
ვებინარის დღის წესრიგი და დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია Black Sea Horizon-ის პროექტის ვებგვერდზე, შესაბამის ბმულზე.
https://blacksea-horizon.eu/object/event/1047