ცხადდება რეგისტრაცია გერმანული ენის მცოდნე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საექთნო საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის და მედიცინის ფაკულტეტის მე-3, მე-4 და მე-5 კურსის სტუდენტებისთვის.
რეგისტრაცია იწარმოებს 31 იანვრიდან 14 თებერვლის ჩათვლით
პირველადი გასაუბრება ჩატარდება 15 თებერვალს 15:00 სთ თსსუ უცხოური ენების ცენტრში (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ვაჟა-ფშაველას გამზ.: 33, I სასწავლო კორპუსი, II სართული, ოთახი 204)
საბოლოო შერჩევას სკაიპის საშუალებით ჩაატარებენ ტიროლის კლინიკების გაერთიანების დასავლეთის საგანმანათლებლო ცენტრ AZW-ს საექთნო სწავლების ხელმძღვანელი, ქალბატონი ვალტრაუდ ბუხბერგერი და თსსუ-ის საპატიო დოქტორი, ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის სხივური თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი ირმა კვიცარიძე.
სკაიპით გასაუბრება ჩატარდება 22 თებერვალს 15:00 სთ საბჭოების სხდომათა დარბაზში (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ვაჟა-ფშაველას გამზ.: 33, ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული).
რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ თსსუ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ვაჟა-ფშაველას გამზ.: 33, ადმინისტრაციული კორპუსი, IV სართული, ოთახი 418).