- კვლევითი სტიპენდია დოქტორანტებისთვის - ხანგრძლივობა 3 თვე;
- დოქტორანტებისთვის, რომლებიც ერთობლივ სადოქტორო პროექტებში/პროგრამებში არიან ჩართული - ხანგრძლივობა 6 თვე;
- სამეცნიერო სტაჟირება ახალგაზრდა მეცნიერებისთვის (Post-Docs) - ხანგრძლივობა 4-6 თვე;განაცხადის შემოტანის ვადაა 19 მარტი. გასაუბრების თარიღი - (მარტის ბოლო/აპრილის დასაწყისი).
სტიპენდიის ფარგლებში კვლევის განხორციელების პერიოდი: 15 მაისი - 15 ნოემბერი.
დოკუმენტების წარდგენა სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიზნით ხდება სამ ეტაპად:
ა) დოკუმენტაციის (http://rustaveli.org.ge/images/daad%202018/pirobebi%20(danarti%201)%20.pdf) ატვირთვა DAAD-ს ონლაინ სისტემაში (19 მარტამდე).
ბ) ამობეჭდილი დოკუმენტაციის წარდგენა DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრში (არა უგვიანეს 20 მარტისა).
გ) დოკუმენტაციის წარდგენა რუსთაველის ფონდში:- კვლევითი პროექტი ქართულ ენაზე;
- პროექტის ბიუჯეტი ქართულ ენაზე - (იხ. დანართი 1)
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 2)საკონსულტაციო შეხვედრები ჩატარდება:
თსუ - 26 თებერვალი, 16:00 სთ. / კორპუსი 1, აუდიტორია 101.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - 28 თებერვალი, 16:00 სთ. / A კორპუსი, აუდიტორია A 101.