ტრადიციული ირანული მედიცინისა და ფარმაციის სფეროში დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველთა საყურადღებოდ!

თეირანის შაჰიდ ბეჰეშტის უნივერსიტეტის ხალხური მედიცინის ფაკულტეტი აცხადებს დოქტორანტურის საფეხურზე სტუდენტების მიღებას ტრადიციული ირანული მედიცინისა და ფარმაციის მიმართულებით.

აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ აცნობოთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ან მიმართოთ საქართველოში ირანის ისლამური რეპუბლიკის საელჩოს.